გადასახადის დეკლარირება ინდ. მეწარმეებისთვის

tax small business

ინდ. მეწარმე მცირე ბიზნესის ყველაზე მარტივი ფორმაა. შესაბამისად ყველა სხვა ორგანიზაციულ ფორმასთან შედარებით, მარტივია მისი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმიც. ინდ. მეწარმის შემოსავალი ყველაზე დაბალი, 1%-იანი განაკვეთით იბეგრება. მეწარმეს ერთადერთი ვალდებულება აქვს, ყოველთვიურად წარადგინოს დეკლარაცია მისი შემოსავლების შესახებ, და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი.

მცირე მეწარმე დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ყოველი თვიურად, კალენდარული თვის 1-დან 10 რიცხვამდე. დეკლრაციის წარდგენის მომენტში მეწარმე უთითებს წინა თვის შემოსავალს. შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალი ავტომატურად ითვლის გადასახადის ოდენობას, რომლის გადახდაც ინდ. მეწარმეს მომენტალურად შეუძლია. აღსანიშნავია, რომ მთელი პროცესი, როგორც დეკლარირება, ასევე გადასახადის გადახდა ხდება ონლაინ, შემოსავლების სამსახურის ონალინ პორტალზე: www.rs.ge

გადასახადის დეკლარირება – რამდენიმე დეტალი რაც მცირე მეწარმემ უნდა გაითვალსიწინოს. ყოველთვიურ დეკლარაციაში უნდა მოინიშნოს როგორც დასადეკლარირებელი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი, ასევე წლის დასაწყისიდან მიღებული ჯამური შემოსავალი. ცალ-ცალკე უნდა მიეთითოს უნაღდო, ნაღდი და პოს ტერმინალით მიღებული შემოსავლების ოდენობა.

მნიშვნელოვნია, რომ თქვენი საქმიანობის შეფერხებლად საწარმოებლად არ გამოგრჩეთ ყოველთვიური დეკლარაციის ჩასაბარებლად განსაზღვრული დედლაინი, რაც ყოველი თვის 10 რიცხვითაა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დეკლარაციის არასწორად ჩაბარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეწარმის დაჯარიმება.

გადასახადის დეკლარირება

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *