მნიშვნელოვანი ცვლილება – შრომითი მიგრაცია

2026 წლის 1 მარტიდან “ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

2026 წლის 1 მარტიდან “ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონშიცვლილებები ამოქმედდება

ცვლილებების თანახმად საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურადაც, მას „შრომითი საქმიანობის უფლების” მოპოვება დასჭირდება.

მნიშვნელოვანია, რომ თუ მიგრანტი შრომითი საქმიანობის უფლების მოსაოვბელად ავსებს განაცხადს, და ამავდროულად  არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, მას ასევე დასჭირდება D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების “ ნებართვებს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. აღნიშნული პროცესი სრულად ელექტრონულია. ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი დამოკიდებულია მომსახურების ვადებზე.

შრომითი მიგრაციის საკანონმდებლო ცვლილებები ეხება იმ კომპანიებსაც, სადაც დასაქამებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 1 მარტიდან ბიზნესი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შრომითი უფლების განაცხადის შევსებამდე 10 დღით ადრე ვაკანსია განათავსოს შრომის ბაზრის მართვის სახელმწიფო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *