ბიზნეს კონსულტანტები საქართველოში ციფრული მომთაბარეებისა და დისტანციური დამფუძნებლებისთვის
ჩვენ ვართ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მეგობრებისა და ფრილანსერების გუნდი თბილისიდან. ვეხმარებით მცირე კომპანიებსა და ციფრულ მომთაბარეებს, სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და ისარგებლონ საქართველოს 1%-იანი საგადასახადო რეჟიმით. Nomad Georgia 2025 წელს დავიწყეთ და მას შემდეგ 200-ზე მეტი ბიზნესი დავარეგისტრირეთ.
თქვენზე მორგებული გადაწყვეტა
თითოეულ კლიენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და ერთად ვმუშაობთ მათთვის შესაფერის პროდუქტზე.
საგადასახადო ექსპერტიზა
შედეგზე ორიენტირებული გუნდი. კომპლექსური საკითხების დროული და შედეგიანი გადაწყვეტა.
გლობალური მიდგომა
ჩვენი დახმარებით შეძლებთ, შეუფერხებლი წვდომა გქონდეთ რეგიონთან, გლობალური ბაზრებთან და საფინანსო ჰაბებთან.
როგორ ვმუშაობთ
01
შეფასება & სტრატეგია
ჩვენ სიღრმისეულად ვსწავლობთ თქვენს მიზნებს, რათა ყოველი ნაბიჯი ამ მიზნებს ემსახურებოდეს. ჩვენი ბიზნეს კონსულტანტები იწყებენ თქვენი გამოწვევების რეალური ანალიზით. ერთად ვეძებთ ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტას საგადასახადო და სამართლებრივი კუთხით. ვპოულობთ და ვგეგმავთ ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას. არანაირი ზოგადი რჩევა, არანაირი ზედმეტი სირთულე. ჩვენ გვჯერა, რომ სიცხადე ყველა წარმატებული ბიზნეს სერვისის საფუძველია. დოკუმენტის ხელმოწერამდე, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რას ქმნით, რატომ მუშაობს ის თქვენთვის და რას უნდა ელოდოთ პროცესის ყველა ეტაპზე.
ბიზნესის რეგისტრაცია
ჩვენ ვმართავთ რეგისტრაციის მთელ პროცესს — იურიდიულ სტრუქტურას, ვაგროვებთ დოკუმენტაციას იუსტიციის სახლისთვის, ვუზრუნველვყოფთ საგადასახადო რეგისტრაციას, ვირტუალური ზონის სტატუსს, ბინადრობის ან შრომის ნებართვებს, საბანკო ანგარიშის გახსნას და ყველაფერს, რაც თქვენი საქმიანობისთვის არის საჭირო. თქვენ ფოკუსირებული ხართ თქვენს მიზნებსა და ხედვაზე, დანარჩენს კი ჩვენ ვაგვარებთ. გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტები თქვენს სასმახურში და სწორად აწყობილი სისტემა, პირველი ფურცლიდან საბოლოო ხელმოწერამდე.
02
03
მიმდინარე მხარდაჭერა
ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ბიზნესი საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისად და შეუფერხებლად მუშაობდეს. ჩვენ თქვენი მუდმივი წარმომადგენლობა ვართ საქართველოში. ყოველთვიური აღრიცხვა, საგადასახადო ექსპერტიზა და დეკლარაციები, პროფესიონალურად დამუშავებული დოკუმენტაცია. ჩვენ ყველა კლიენტს ვუდგებით, როგორც პარტნიორს, რომლის საჭიროებებიც ბიზნესთან ერთად ვითარდება. როდესაც თქვენი ბიზნესის მასშტაბი იზრდება და დღის წესრიგში დგება გარდაქმნების აუცილებლობა, ჩვენ ვაანალიზებთ შესაძლებლობებს, ვაკონტოროლებთ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებს და ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენმა ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს ზრდა.
ჩვენ უბრალოდ ქაღალდებს არ ვაფორმებთ. ჩვენ თქვენს საფუძველს ვქმნით.
რატომ გვარჩევენ კლიენტები
პირდაპირი პასუხები
თუ 1%-იანი სტატუსი თქვენს შემთხვევას არ შეესაბამება, გეტყვით, სანამ რაიმეს გადაიხდით.
სრულიად დისტანციურად
ყველა ნაბიჯი შესაძლებელია საზღვარგარეთიდან — მინდობილობით და ონლაინ ზარებით.
გვერდით ვართ რეგისტრაციის შემდეგაც
დეკლარაციებს, წესების ცვლილებებსა და საბანკო საკითხებს იგივე გუნდი უძღვება.
სად გვიპოვოთ
ბიზნეს მომსახურება საქართველოში: მზად ხართ შემდეგი ნაბიჯისთვის?

გადადიხართ სხვა ქვეყანაში? დისტანციურად მუშაობთ? თუ უბრალოდ ოპტიმიზაციას უკეთებთ თქვენს საგადასახადო მდგომარეობას ?— ჩვენ უკვე ნაფიქრი გვაქვს მსგავს სცენარზე და ვიცით, როგორ დავალაგოთ იგი. მოდით, შევქმნათ ისეთი რამ, რაც რეალურად გამოგადგებათ.
დაჯავშნეთ უფასო 15-წუთიანი საგადასახადო კონსულტაცია
ესაუბრეთ პირდაპირ ჩვენს ქართველ იურიდიულ და საგადასახადო სპეციალისტებს. შევაფასებთ თქვენს ბიზნეს მოდელს, შევამოწმებთ 1%-იანი სტატუსის შესაძლებლობას და დავგეგმავთ სრულად დისტანციურ რეგისტრაციას.
